როგორ გამოვიყენოთ გასაჩივრების სისტემა
1.გადადით ლინკზე: http://truckersmp.com
2. გაიარეთ ავტორიზაცია.
3.როდესაც შეხვალთ პროფილზე , დააკლიკეთ - "ჩემი ანგარიში", შემდეგ კი მიუთითეთ - "ჩივილები".
4.იმისთვის, რომ შექმნათ ახალი საჩივარი დააკლიკეთ - "ახალი საჩივარი". აქვე შეგიძლიათ :
იხილოთ რამდენი საჩივრის შექმნა შეგიძლიათ ან რამდენი საჩივრის შექმნის უფლება დაგრჩათ.
იხილოთ თქვენი დახურული, მიღებული თუ გაუქმებული საჩივრების ცხრილი
5.ახალი საჩივრის შექმნისას საჭიროა შეავსოთ, იმ მოთამაშის ინფორმაცია, რომელსაც ასაჩივრებთ.
თუ როგორ ვნახოთ მოთამაშის TruckersMP ID იხლიეთ აქ.
დარწმუნდით, რომ შეავსეთ ყველა მოცემული გრაფა.
გაითვალისწინეთ რომ "ScreenShot" ხშირ შემთხვევაში ვერ აღწერს მომხდარ შემთხვევას. "ScreenShot" შესაძლოა გამოიყენოთ, როდესაც საქმე ეხება შეურაწყოფას/თაგს/სახელს ან როდესაც მოთამაშე მსუბუქი ავტომობილით მისაბმელს ატარებს.
დანაშაულის მტკიცებულება უნდა იყოს ხელმისაწვდომი იმ შემთხვევაში თუ მოთამაშეს 1 თვიანი ან მეტი ხანგრძლივობის აკრძალვა მიენიჭება. მტკიცებულების გაუქმებასთან ერთად შესაძლოა აკრძალვის გაუქმებაც.
მითითება : თუ თქვენ შეიყვანთ TruckersMP -ს გუნდის , რომელიმე წევრის ID -ს თქვენ მიიღებთ გაფრთხიელბას.
6. ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ დაბრუნდეთ საჩივართა სიაში.
თქვენ შეგიზლიათ ნახოთ საჩივარის სტატუსი. თუ საჩივარ არ იქნა მიღებული, შეგიძლიათ იხილოთ ადმინისტრატორის კომენტარი, თუ რატომ გაუქმდა საჩივარი.
თქვენ ვეღარ შეძლებთ გამოხატოთ რეაქცია თქვენს გაგზავნილ საჩივარზე.
როგორც ხედავთ საჩივრების დარჩენილი რაოდენობა შემცირდა - 1 მაჩვენებელით.
კითხვა - პასუხი
კითხვა: შევქმენი ახალი საჩივარი, რატომ არ არის მიღებული ?
პასუხი: ადმინისტრატორებს გარკვეული დრო სჭირდებათ, რათა განიხილონ მიღებული საჩივრები, მაგრამ ნუ ღელავთ, თქვენი საჩივარი აუცილებლათ განიხიელბა.
კითხვა: შეცდომა მაჩვენებს, რომ ID არის პატარა. ეს ნიშნავს, რომ ჩემი საჩივარის ინფორმაცია არასწორად არის შევსებული ?
პასუხი: გადაამოწმეთ კიდევ ერთხელ, შესაძლოა რაიმე არასწორად შეავსეთ.
კითხვა: რატომ შემიძლია მხოლოდ 10 საჩივარის შექმნა ?
პასუხი: ადმინისტრატორებს მისდით ბევრი უსარგებლო საჩივარი, რომელთა ნახვაც ბევრ დროს ართმევთ მათ. შეზღუდვა მოთამაშეებს, გამოსადეგარი საჩივრების გაგზავნისკენ მოუწოდებს.
კითხვა: მე მივაღწიე 10 საჩივარს , რა შემიძლია გავაკეთო ?
პასუხი: თქვენ უნდა მოიცადოთ მანამ, სანამ გაგზავნილი საჩივრები არ განიხილება.
კითხვა: მე დავიბლოკე საჩივრების სისტემაში. რა შემიძლია გავაკეთო ამის მოსაგვარებლად?
პასუხი: დაუკავშირდით ჩვენს ჯგუფს
(Translated from the original guide by @Trucker - Maisuradze and @BL4CKSK1LL )